ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, რომ აშშ-ისთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა და შევეშინებინეთ მე - ვატო წერეთელმა პროკურატურა დატოვა
"ტვ პირველის" დამფუძნებელმა პროკურატურა დატოვა. მისი თქმი, ამოძიებას აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინცინდენტზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
მისივე თქმით, ახლა მთავარია, ამერიკის საელჩომ ითანამშრომლოს პროკურატურასთან, და მიაწოდოს მის ხელთ არსებული მასალა.
მთელმა ქვეყანამ უნდა გაიგოს, როგორ ძალადობენ პარლამენტის წევრები ჯგუფურად ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე. იყო კითხვა რას უკავშირებთო? - პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს იყო ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დაგეგმილი, რათა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა და მე შევეშინებინე.
„ქართულ ოცნებას“ თუ მოუვიდოდა აზრად ასეთი სიგიჟე ჩაედინა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, თორემ ნებისმიერ ადგილზე დამხვდებოდნენ და მცემდნენ ისე, რომ ქვეყანას ამ სირცხვილს აარიდებდნენ და ასეთ სიგიჟეში არ გახვევდნენ"- თქვა წერეთელმა.