"ოცნების" დეპუტატების თავდასხმა ,,ტვ პირველის" მფლობელზე - წერეთელი შოთაძის დაკითხვას ითხოვს
"ქართული ოცნების" დეპუტატების თავდასხმა "ტვ პირველის" დამფუძნებელზე - ვატო წერეთელი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაკითხვას ითხოვს.
მისი თქმით, თავდასხმის მომენტში პროკურორი ავტომობილში ჯდებოდა და ის შეიძლება საქმის მთავარი მოწმე იყოს.
აუცილებლად უნდა დაკითხონ შოთაძე და გეტყვით რატომ თუნდაც ეს ინციდენტი რომ მოხდა, მ როგორც მახსოვს, ის მანქანაში ჯდებოდა და ის შეიძლება იყოს ამ თავდასხმის მოწმე. მანამდე მე რომ ადამიანებს ვხვდებოდი, დაახლოებით, ორ მეტრში იდგა და სავარაუდოდ, მან ეს კომუნიკაცია დაინახა ოხანაშვილთან. აუცილებლად უნდა დაკითხოს გენერალური პროკურორი პროკურატურამ, რადგან ის იყო ორივე ადგილზე სავარაუდოდ თვითმხილველი. არა აქვს მნიშვნელობა ამ ქვეყანაში გენერალური პროკურორი ხარ თუ ბიძინა ივანიშვილი, კანონი არის კანონი და უნდა მისცეს ჩვენება რაც დაინახა“, - განაცხადა წერეთელმა.