მძიმე 48 საათი "ქართული ოცნებისთვის" - საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა
მძიმე 48 საათი "ქართული ოცნებისთვის" - საქართველოში ევროპარლამენტარების 6 კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა.
დღეს საქართველოში ვიზიტით ის დეპუტატები ჩამოვიდნენ, ვინც ევროკავშირისგან ივანიშვილის დასანქცირება და ქვეყნაში დეოლიგაქრიზაცია მოითხოვა. დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე, ვიოლა ვონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო.
ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეებს მოუწევთ პირისპირ აუხსნან სტრატეგიულ პარტნიორებს, რატომ გამოუცხადეს ომი ევროპარლამენტარებს და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
პირველად ევროდეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან. გავლენიანი ევროდეპუტატები დღის განმავლობაში არამსათავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველსაც შეხვდებიან.
მაღალი დონის შეხვედრები ასევე, პრემიერ-მინისტრთან და "ქართული ცონების" წარმომადგენლებთან, დღის ბოლოს კი სტრატეგიული პარტნიორები ოპოზიციას შეხვდებიან.