შეხვდა გადაწყვეტილების მიმღებს და არა ბუტაფორიებს - გოცირიძე დეგნანი-ივანიშვილის შეხვედრაზე

20.07.22 11:19
შეხვდა გადაწყვეტილების მიმღებს და არა ბუტაფორიებს -  გოცირიძე დეგნანი-ივანიშვილის შეხვედრაზე

რომან გოცირიძის თქმით, თუკი კელი დეგნანი და ბიძინა ივანიშვილი მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, თუ ვის თვლის აშშ საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ პირად და ვის სთხოვს პაუხებს კითხვებზე, რომელიც ქართული პოლიტიკის ირგვლივ ჩნდება.

რომან გოცირიძის თქმით, კელი დეგნანი შეხვდა გადაწყვეტილების მიმღებს და არა ბუტაფორიებს.

იცის ამერიკის ელჩმა ვის შეხვდეს, ვინ არის რეალური მმართველი, ვინ არის ოლიგარქი, ვინ მართავს ამ ქვეყანას არაფორმალურად და ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები. შეხვდა გადაწყვეტილების მიმღებს და არა იმ ბუტაფორიას, რომლებიც მთავრობაში და პარლამენტში არიან წარმომადგენლები. შეხვედრის დროს საუბარი იქნებოდა სანქციების შესახებ, გააფრთხილებდნენ მას და ამიტომ ატეხეს ეს ანტიდასავლური კამპანია. ვერ ხვდება, რომ სამარეს თავად ითხრის თავისივე ხელით. არ აცდება მას სანქციები“. - ამბობს რომან გოცირიძე.

ჯერჯერობით უცნობია შედგა თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის შესახებ „ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა, ომის დაწყების შემდეგ კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ს მხრიდან შანტაჟს.