სასჯელის გადავადება მძიმე ჯანმრთელობის მქონე პატიმრებისთვის - სააკაშვილის ადვოკატები სსკ-ში ცვლილებებს ითხოვენ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. ინიციატივა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმრებისთვის სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა პარალემენტში შესულია.
მიხეილ სააკაშვილი ადვოკატები ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტს დაჩქარებული წესით შეუძლია, თუმცა დიდი ალბათობით, ისინი ამ საკითხის განხილვას საშემოდგომად გადაიტანენ.
ჩვენ მოვკიდეთ ბატონო ბიძინა ივანიშვილის წინადადება და შევიტანეთ ისევ თავიდან. არაფერი არ დაგვიმატებია, ზუსტად იგივეა შეტანილი, რასაც ბატონი ბიძინა ითხოვდა. წინა ხელისუფლების დროს ბოროტად ხდებოდა ამ მუხლის გამოყენება და უნდა მოვახდინოთ ამ მუხლის გამარტივება, ლიბერალიზაცია იმისთის, რომ ადამიანებს, ავადმყოფ პატიმრებს შეეძლოთ გამოიყენონ ეს მუხლი და შეეძლოთ გამოვიდნენ დროებით და იმკურნალონ, ვტქვათ, გარეთ. მოგვეწონა, ვეთანხმებით და ახლა შევიტანეთ პარლამენტში და ვუთხარით, რომ აი, განიხილეთ და თან პლიუს,. ჩვენ საკომიტეტო მოსმენებზე, თუ ჩანიშნეს, უკვე წარვადგენთ დამატებით დოკუმენტაციას, - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
დღესვე საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვაა ჩანიშნული. პროცესი საზღვრის უკანონო კვეთას შეეხება. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება.
სხდომა სასამართლოში 12:00 საატზე ჩანიშნული, თუმცა სავარაუდოდ, ის გადაიდება.