ევროდეპუტატების პირველი აუდიენცია პრეზიდენტთან - უცხოელი მაღალჩინოსნები ორბელიანის სასახლეში მივიდნენ
ევროპარლამენტარების პირველი აუდიენცია საქართველოსთან პრეზიდენტთან გაიმართება. ევროდეპუტატები ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატები სალომე ზურაბიშვილთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სათქმელი აქვს სალომე ზურაბიშვილს ევროდეპუტატებისთვის. რაც შეეხება ევროდეპუტატებს, მათი თქმით, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების გარდა, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აზრიც.
ლანჩის შემედგ ვაპირებთ პრეზიდენტთან შეხვედრას, შემდეგ შეხვედრას გავმართავთ არასამთავრფობო სექტორთან. ჩემთვის ძლიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტთან შეხვედრა, მისგან მოსმენა არსებული ვითარების. უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო საზოგადოებასტან შეხვედრა, საინტერესოა, რა იქნება მათი სათქმელი. ჩვენთვის საქართველო მიიწევს ევროკავშირისკენ. არსებობს სივრცე თანამშრომლობის, მაგრამ ასევე, არსებობს ვალდებულებები. ჩვენ მოვუსმენთ, რისი თქმა სურთ მათ. წინასწარ კომენტირება არ შემიძლია, სანამ პრეზიდენტს არ შევხვდებით, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ასიტა კანკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ვიზიტით ის დეპუტატები ჩამოვიდნენ, ვინც ევროკავშირისგან ივანიშვილის დასანქცირება და ქვეყნაში დეოლიგაქრიზაცია მოითხოვა. დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე, ვიოლა ვონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო არიან.