მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

20.07.22 13:34
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის პროცესი ისევ გადაიდო. სასამართლოს დღეს ბრალდებული პრეზიდენტის საბოლოო სიტყვა უნდა მოესმინა, თუმცა სააკაშვილმა პროცესზე დასწრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ისევ ვერ შეძლო. 

ამის მიუხედავად, არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა საბოლოო ჩვენება საზღვრის კვეთის საქმეზე  სასამართლოს  კლინიკაში მისცეს. ექსპრეზდიენტის კლინიკაში გამოკითხვა   დღეს საქმის პროკურორმა დაანონსა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, სხდომის ჩატარების ადგილმდებარეობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პრეზიდენტის სასამართლო პროცესში ჩართვისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარტეობის გაუმჯობესებაა საჭირო. 

დღევანდელი სხდომა გადაიდო, როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო, რასაც ადასტურებდა კლინიკიდან გამოგზავნილი წერილი და პენიტენიცური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმი. გადაიდო 24 აგვისტოსთვის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ადგილზე დაკითხვას, ვგულისხმობ კლინიკაშ ჩატარებას სასამართლო პროცესისა, დიახ, ეს თეორიულად შესაძლებელია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამას ითვალისწინებს. რაც შეეხება ადგილმდებარეობას, პრინცპული მნიშვნელოა, მე ვფიქრობ, სხდომის გამართვის ადგილს ნაკლბეად აქვს, მთავარია, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს იმ დონემდე, რომ მან შეძლოს პროცესში ჩართვა, - თქვა შოთა თუთბერიძემ.