ეს არის ორკესტრირებული შეტევა - ღუდუშაური დეგნანი-ივანიშვილის შეხვედრას არ გამორიცხავს

20.07.22 13:30
ეს არის ორკესტრირებული შეტევა - ღუდუშაური დეგნანი-ივანიშვილის შეხვედრას არ გამორიცხავს

ალუდა ღუდუშაური არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა შესაძლოა მართლაც შედგა.

უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ივანიშვილის მიმართ ორკესტრირებულ შეტევა მიმდინარეობს.

მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. თუ ასეთი რამ იყო, ეს ალბათ განცხადების ავტორს უნდა ჰკითხოთ. როგორც ჩანს, შესაძლოა, რომ ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი. ვერანაირ დაშვებებზე არც მინდა და არც ვისაუბრებ. რაც არის მზისით და დღისით, ამას ყველა ხედავს, რომ ბატონი ივანიშვილის მიმართ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. უველა იცის რომ ბიძნა ივანიშვილი დიდი ხანია პოლიტიკიდან გაწეულია“.- ამბობს ღუდუშაური.

ჯერჯერობით უცნობია შედგა თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის შესახებ „ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა, ომის დაწყების შემდეგ კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ს მხრიდან ივანიშვილის შანტაჟს.

სავარუდო ზეწოლის ფატქზე კელი დეგნანს პასუხს ქართული ოცნების თავმჯდომარეც თხოვს.