უბრალო თავის ტკივილზე სასჯელის გადავადების მოთხოვნა, არაგონივრულია - ღუდუშაური სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინიციატივას, რომელიც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმრებისთვის სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს, "ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური იწუნებს.
დეპუტატის თქმით, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაყენებული ეს ინიციატივა პარლამენტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
ამასთან, მმართველი პარტიის წევრს არ სჯერა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ჰუმანურობის პრინციპი არ შეიძლება შეეწინააღმდეგებოდეს და ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანობის და გნებავთ, სასჯელის გარდუვალობის პრინციპს. მისი გაგრძელება და გავრცობა რომ არ მოხდა, ამის უკან, ბუნებრივია, მსჯელობის დროს ვერ გამოიკვეთა ისეთი რამ, რომელიც დაძლევდა მეორე მხარეს სასწორზე არსებულ ვითარებას. უბრალოდ, თავის ტკივილზე თუ ელემენტარულ სხვა ნაკლებად მძიმე ხასიათის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასჯელის გადავადება მოითხოვოს ადამიანმა, ეს არ არის, ჩემი აზრით, არაგონივრული, - თქვა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. ინიციატივა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმრებისთვის სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა პარალემენტში შესულია.