"კლანი" და "ოცნება" პანიკაშია - ექსპერტები იუსტიციის საბჭოს ყოფილი წვერების განცხადებაზე
იუტიციის საბჭოს ყოფილი წვერების განცხადების უკან ექსპერტები სასამართლო "კლანისა" და "ქართული ოცნების" შიშს ხედავენ.
მოთხოვნა, რომ საელჩოებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ იქონიონ კომუნიკაცია ან არ ჰქონდეთ კავშირი მოსამართლეებთან, უბრალოდ, ანიშნებს იმ შიშს, რომელსაც კლანს და "ოცნებას" აქვს სასამართლოსთან მიმართებაში.
როგორც ჩანს, მას ეშინია, რომ თუ ამ სფეროსაც არ ამოქოლავს და ბოლომდე არ გააკონტროლებს, რჩება შესაძლებლობა, რომ მოსამართლეებმა დაიწყონ დამოუკიდებელი ან თავისუფალი აზროვნება, რომ მიიღონ ისეთი განცხადებები ან გადაწყვეტილებები, რაც კლანს არ აწყობს,- აცხადებს ანა დოლიძე.
ნაზი ჯანეზაშვილი თვლის, რომ იუსტიციის საბჭოს ყოფილი წვერების ე.წ. კლანის ინტერესებს ატარებდნენ და ამ ხაზს ინარჩუნებენ.
ეს არის კამპანია ჩვენი სტრატეგიული მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომლებიც ძალიან ბევ საქმეს აკეთებენ რომ მართლმსაჯულების სისტემა იყოს გამართული და უფრო ძლიერი.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ ერთვებიან ყოფილი არამოსამართლე წევრები აშშ-ის წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთადერთი ახსნა აქვს, ისინი მხარს უჭერენ სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას. ასე იყვნენ წლების განმავლობაში და ახლაც ცდილობენ ეს ხაზი გააგრძელონ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
ხელისუფლების ორგანიზებულ ანტიამერიკულ კამპანიას იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრებიც უერთდებიან. ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის შემდეგ ამერიკის საელჩოზე იერიში საბჭოს ყოფილმა წევრებმა მიიტანეს.