ბრალდებები, რომ ევროკავშირი საქართველოში მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი "ოცნების" ხელისუფლებას ანტიევროპული განცხადებენის გამო აკრიტიკებს. ევროდეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არის რაღაცები, რაც არ ითქმევა:
"მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად, იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი,"- თქვა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, რომ ერთმანეთთან ჭიდილი მორჩესს.
არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე სახის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენ ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე"- თქვა პრეზიდენტმა.