"ევროპის გაფართოება მოითხოვს რეფორმებს, ეს არ არის ვაჭრობის საგანი - დევიდ მაკალისტერის გზავნილი ხელისუფლებას
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა პირდაპირ თქვა, რომ "ევროპის გაფართოება მოითხოვს რეფორმებს"
ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას. განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და საბაზრო ეკონომიკის სფეროში. ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ის არ არის რაიმე ვაჭრობის საგანი, - განაცხადა მაკალისტერმა.
მისი თქმით, საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე.
"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე,"- თქვა მან.