ევროპარლამენტი ჩვენგან მოითხოვს ვიყოთ ღირსნი ევროპული პერსპექტივის - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენი ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა, დაუყოვნებლივ დაიწყოს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული პერსპექტივის მონიჭება გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს "ზოგჯერ გვავიწყდება".
ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა ევროპარლამენტის და ასევე ევროპული საბჭოს მიერ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ზოგჯერ ჩვენ ეს გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზედაც უკან დახევა არ იქნება, მაგრამ რომელიც მოითხოვს ჩვენგან, ვიყოთ ღირსნი ამ ევროპული პერსპექტივის." თქვა სალომე ზურაბიშვილმა.