როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება, ეს არის პოლარიზაცია - მაკალისტერი

20.07.22 14:57
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება, ეს არის პოლარიზაცია - მაკალისტერი

საქართველოში არსებულ პოლარიზებაზე გაამახვილა ყურადღება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერმა. 

სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მაკალისტერმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მისივე თქმით, ევროპის საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, როცა გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა.

ეს გახლავთ აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზად არის, რომ საქართველო დაუახლოოს ევროპულ კავშირს, რამეთუ ევროპის კავშირის ოჯახის წევრია. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში.

სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის  პოლარიზაცია და ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არ ქონით იმისათვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც ქვეყანას აქვს დასახული", - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.