ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამჯერად თავს საქართველოში ევროკავშირის ყოფილ ელჩს კარლ ჰარცელს ესხმის. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, კარლ ჰარცელი ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებშ მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.
ჩვენ ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ევროკავშირში განაცხადი გვქონდა გაკეთებული და მიმდინარე პროცესი იყო. თუმცა დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს, - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა საქართველოში მისია დაასრულა და ქვეყანა დატოვა.