საპარლამენტო ტრიოს შემდეგ სასამართლო ტრიო - პირველი ინტერვიუ იუსტიციის საბჭოს ყოფილ წევრებთან
საპარლამენტო ტრიოს შემდეგ ასპარეზზე გამოსული სასამართლო ტრიო "პირველებთან" საუბარში ყურადღებას ისევ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში ჩაშლილ ვიზიტზე ამახვილებს. საუბარია გვარამიას მოსამართლის განცხადებაზე, რომელმაც დიპოლომატიური უწყება ზეწოლაში დაადანაშაულა.
იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი ზაზა ხარებავა მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭოს რეაგირება უნდა მოეხდინა.
ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ჩვენ ვერ დავინახეთ შესაბამისი რეაგირება მოსამართლის ასეთ განცხადებაზე, თუნდაც სასამართლო სისტემის მხრიდან, თუნდაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან. ფაქტის ირგვლივ რაღაც თავისი მოსაზრება ან კომენტარი დაეფიქსირებინათ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამაზე რაღაც რეაგირება უნდა გაეკეთებინა საბჭოს. ჩვენ, როგორც ყოფილი წევრები საბჭოსი, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა, თორემ არც არავის ვუპირისპირდებით და არც დავუპირისპირდებით, - თქვა ზაზა ხარებავამ.
იუსტიციის საბწოს კიდევ ერთი ყოფილი წევრი, ლევან გზირიშვილი თავს ისევ აშშ-ს საელჩოს ესხმის და კომუნიკაციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.
არ თვლიდა საჭიროდ, რომ თუნდაც საბჭოს თავმჯდომარეს ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და საბჭოს მდივანს სცოდნოდა, რომ მოსამართლეებს არჩევდნენ ამერიკაში გასამგზავრებლად და თანაბრად განაწილებულიყო. არავითარი უფლება არავის არ აქვს, რომ მათ, საერთოდ, უნდობლობა გამოუცხადოს და მათი გვერდის ავლით მოახდინოს სასამართლოსთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების რეგულაცია. მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა, ამ ორგანოს დახმარება და ჩართვა ამაში, ყოველ შემთხვევაში, აზრის კითხვა მაინც. ჩვენგან თავდასხმაა და იმათგან ამხელა ფაქტია კომუნიკაციის დარღვევის და ამაში ვერაფერს ვერ ხედავთ, თქვენი გამკვირვებია, - თქვა ლევან გზირიშვილმა.
ხელისუფლების ორგანიზებულ ანტიამერიკულ კამპანიას იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრებიც უერთდებიან. ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის შემდეგ ამერიკის საელჩოზე იერიში საბჭოს ყოფილმა წევრებმა მიიტანეს.
ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილმა განცხადება გაავრცელეს, სადაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხოლო დიპლომატიური უწყება მოსმართლეებზე ზეწოლაში პირდაპირ დაადანაშაულეს.
მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების ყოფილი წევრები აშშ-ს საელჩოს ასევე, იუსტიციის საბჭოს დაკნინებაში ადამნაშაულებენ.