ევროპარლამენტარებს ავუხსნით, ვის შეიძლება მიესადაგოს "ოლიგარქის" ცნება - კობახიძე
ირაკლი კობახიძის თქმით, ის ქვეყანაში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შეხვდება და მათთან დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრებს.
მეტიც, კობახიძე ამბობს, რომ მისი გათვლაა, ევროპარლამენტარები დაარწმუნოს იმაში, რომ ოლიგარქი ქვეყანაში არა ბიძინა ივანშვილი, არამედ ოპოზიციონერი ლიდერები არიან.
ხვალ მეც მაქვს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომლებიც თბილისში იმყოფებიან. ყველა თემაზე გვექნება საუბარი, მათ შორის, დეოლიგარქიზაციაზეც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა. გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა. ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ეს ცნება. ერთია - თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმებიც, ესაა მედიაზე გავლენა, მეორე - პოლიტიკაზე გავლენა. ეს კრიტერიუმები კი არ არის სახეზე“. - ამბობს კობახიძე.