გვარამიას საქმეს პოლიტიკური აჩრდილები მიჰყვება - ქეთევან ერემაძე
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის ორთვენახევრით გადადებას არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და ამბობს, რომ საქმეს პოლიტიკური აჩრდილები ისევ მიჰყვება.
ერემაძის თქმით, მოსამართლემ საკუთარი შვებულება ისე უნდა დაგეგმოს, რომ სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის არაპროპორციულ ტვირთად არ იქცეს.
უდავოდ კითხვის ნიშნების გარეშე პოლიტიკური საქმეა. ახლა ასეთი ინტერვალით, კანონის დარღვევით და მითუფრო, ასეთ მოტივყურადღების გამახვილებით, როგორიც არის შვებულებით სარგებლობა, მოხდა საქმის ასე ხანგრძლივად გადავადება, ეს, რა თქმა უნდა, ჩემშიც, როგორც მოქალაქეშიც, არა მხოლოდ როგორ იურისტისთვის, ძალიან მკაფიოა, რომ კვლავ ეს პოლიტიკური აჩრდილები ამ საქმეს როგორც ჩანს ჯერ კიდევ მიჰყვება. რა თქმა უნდა, მოსამართლეებს აქვთ დასვენების უფლება და შვებულებით სარგებლობის უფლება, მაგრამ მათ აქვთ კონსტიტუციური ვალედბულება განახორციელონ დროული და სამართლიანი მართლმსაჯულება,ა მიტომ ეს ვალდებულება საკმარისად დიდია საიმისოდ, რომ მოსამართლემ მოაერხოს ისე დაგეგმოს საკუთარი შვებულება, რომ თავად საკუთარი დასვენების უფლებით არ გადაიქცეს არაპროპორციულ ტვირთად სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის, - ამბობს ქეთევან ერემაძე.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
პროცესის 2 თვე-ნახევრით გადადება საქმის განხილვის ვადების დარღვევაა. კანონის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადასასინჯად 2 თვე აქვს.