მიხეილ სააკაშვილის პროცესი ისევ გადაიდო
მიხეილ სააკაშვილის პროცესი ისევ გადაიდო - სასამართლოს დღეს სააკაშვილის საბოლოო სიტყვა უნდა მოესმინა, თუმცა მესამე პერეზიდენტმა პროცესზე დასწრება მისი ჯანმრთლეობის მდგომაროების გამო ისევ ვერ შეძლო.
არ არის გამორიცხული, რომ საბოლოო ჩვენება საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლოს სააკაშვილმა კლინიკაში მისცეს.
ექსპრეზდიენტის გამოკითხვა კლინიკაში დღეს საქმის პროკურორმა დააანონსა.
მოსამართლემ მომდევნო სხდომა 24 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩანიშნა.
შეგახსენებთ, საქმეზე გამოძიება გასული წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ედავება.