ამერიკელებთან ახლოს დარჩი, დაიცავი უკრაინელები და დემოკრატია ყველგან - ჯონსონის ანდერძი
ბორის ჯონსონის ანდერძი - ინგლისის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმის დროს მის პოლიტიკურ მემკვიდრეს ასეთი რჩევა მისცა:
მინდა, გამოვიყენო ბოლო რამდენიმე წამი, რათა რამდენიმე რჩევა მივცე ჩემს მემკვიდრეს, ვინც იქნება ის. პირველი - ამერიკელებთან ახლოს დარჩი, დაიცავი უკრაინელები და დაიცავი თავისუფლება და დემოკრატია ყველგან“. - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პრემიერის პოსტი 7 ივლისს დატოვა.