ვესაუბრე გვარამიას საქმეზე, სააკაშვილთან დაკავშირებითაც დაინტერესდნენ - ობუდსმენის ევროდეპუტატებს შეხვდა

20.07.22 17:11
ვესაუბრე გვარამიას საქმეზე, სააკაშვილთან დაკავშირებითაც დაინტერესდნენ - ობუდსმენის ევროდეპუტატებს შეხვდა

ევდეპუტატები ამ წუთებში შალვა პაპუაშილთან შეხვედრას მართავენ. პარლამენტის თავმდჯომარესთან შეხვედრამდე დელეგაციის წევრები  სახლხო დამცველს და არასამთავრობოი სექტორს შეხვდნენ.

ომბუდსმენის თქმით, უცხოელი მაჩალჩინოსნები პოლიტიკური პატიმრების, ნიკა გავრამიას და მიხიეილ სააკაშვილის საკითხებითაც დაინტერესდნენ.  

ევროპარლამენტის  დეპუტატებს აინტერსებდათ სახალხო დამცველის შეფასება ასევე, ხედვა იმ 12 პუქნტიანი რეკომენდაციების შესრულების თავლსაზრისით. მთავარი შეთავაზება ევროკომისიის მიმართ და ევროდეპუტატებსაც გავუზიარეს ეს მოსაზრება, იყო ის, რომ საჭიროა მათი მხრიდან უფრო მეტი სიცხადის შეტანა. ვესაუბრე გვარამიას საქმეზე, იმიტომ, რომ მათ რეზოლუციაშიც ჰქონდათ ნახსენები გვარამიას საქმე და კიდევ ერთხელ ავუხსენი მათ, რა იყო სახალხო დამცველის პოზიცია. სააკაშვილთან დაკავშირებითაც დაინტერსდნენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და მივაწოდე ინფორმაცია, რასაც ამ წუთას ვფლობ, - თქვა ნინო ლომჯარია

შეგახსენებთ, რომ  დღეს საქართველოში ვიზიტით ის დეპუტატები ჩამოვიდნენ,  ვინც ევროკავშირისგან ივანიშვილის დასანქცირება და ქვეყნაში დეოლიგაქრიზაცია  მოითხოვა. დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე, ვიოლა ვონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო არიან.