თენგო გოგოტიშვილი ამბობს, რომ პატრულის ოფიცრები მასზე ვიდეოთვალთვალს ახორციელებენ
"მთავარი არხის" ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი ამბობს, რომ პატრულის ოფიცრები მასზე ვიდეოთვალთვალს ახორციელებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა:
ჯიგრებო, იქნებ ამიხსნათ, რისთვის მიღებენ ტელეფონით თქვენი პატრულის ოფიცრები, ცოლ-შვილით რომ მხედავენ ონსა და საჩხერეში? კაი, საჩხერეს კიდევ გავიგებ (ჭირი იმ კაცს:), მაგრამ ონში რას ელოდებით ჩემგან, ორ ბავშვთან ერთად ხელჩაკიდებული რომ დავდივარ ქუჩაში?
და, თუ აქვთ დავალება, აუცილებლად გადამიღონ, ის მაინც უთხარით, რომ უკანა სავარძელზე მჯდომმა გადამიღოს, ვინც ნაკლებად ჩანს. თორემ მძღოლს რომ ტელეფონი უჭირავს ხელში და საქარე მინაზე აქვს მიდებული, ძალიან აშკარაა.
ბოლოსდაბოლოს, პოლიციის მარკირებული მანქანით მაინც ნუ დამდევთ - ოპერატიული მანქანებიც ხომ გყავთ, "პოლიცია" რომ არ აწერია?
რა ვიცი, როგორც მოქალაქეს ასეთი რეგრესი მწყინს - ასეთი არაპროფესიონალი ღლეები არ გყავდათ ადრე" - წერს ჟურნალისტი.