შეხვდა თუ არა დეგნანი ივანიშვილს? - კახა კალაძის კომენტარი
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ არ იცის, შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში.
კახა კალაძის თქმით, მაშინ როცა ივანიშვილი პაერტიის თავმჯდომარე იყო მსგავსი შეხვედრები იმართებოდა:
როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ოყო, ეს შეხვედრები იმართებოდა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პარტია დატოვა, არ ვიცი ჰქონდა თუ არა შეხვედრები აშშ ელჩთან..."- ამბობს დედაქალაქის მერი.
"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გამიჯნული მიხეილ ყაველაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრას არ გამორიცხავს და ამ მიმართულებით კითხვას სვამს.
ყაველაშვილი ბიძინა ივანიშვილზე შესაძლო ზეწოლის ვერსიას ავითარებს და ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი თავად ივანიშვილმა უნდა გასცეს.