ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული მემორანდუმი - საქართველოს იაფი გაზის პერსპექტივა გაუჩნდა
რა სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის აზერბაიჯანის და ვეროკავშირის შეთხნმებას? - მიღწეული შეთანხმების მიხედვითაც ევროპისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა გაორმაგდება.
საქართველო გაზის გამტარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებიდან აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნის გაზრდის შემთხვვაში, ჩვენ როგორც მესამე მხარე უფრო მეტ გაზს ხელსაყრელი ფასით მივიღებთ.
შენარჩუნდება თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფი ან გაიფდება თუ არა გაზი, ეს ახლა ხელისუფლების ენერგო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
რომან გოცირიძის ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შესაძლებლობას მოგვცემს სულ მცირე არ გაიზარდოს ტარიფები.
მისი თქმით, ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იღება და საქართველო, როგორც დერეფანი უნდა ინარჩუნებდეს პოზიციას.
ეს მილსადენები არის ჩვენი ნავთობი, ჩვენი ოქრო და ჩვენი სიმდიდრე. 30 მილიარდი კუბური მეტი გაივლის. 3ჯერ მეტი, ვიდრე დღეს გადის ჩვენს ტერიტორიაზე. სულ მცირე იმის გარანტია იქნება, რომ არ გაიაზრდოს ტარიფები. თუ რა თქმა უნდა ხელი არ შეუწყო ინფლაციას და ლარეი კდიევ უფრო არ გააუფასურა. ევროპისკენ ამ გაზის შეტანა უკვე გააცოცხლებს მეორე უზარმაზარ პროექტს, რომელსაც ქვია „ნაბუკო“, რომელიც დავიწყებულია და დაბლოკილია რუსეთის მიერ, ეს არის თურქმენული გაზის კასპიის ზღვის ფსკერზე გატარებისა და შემდეგ ევროპაში შეტანის პროექტი, რომელიც ასევე საქართველოში გაივლის. ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილი ყოფილიყო ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ამ ხელშეკრულების თანამონაწილე, ის იმყოფება თურქმენეთში“. - ამბობს რომან გოცირიძე.
ექსპერტების თქმით, საქართველო, როგორც გამტარი ქვეყნა მიიღებს 5 %-ს და იაფ გაზს.
მათივე განცხადებით, ახლა მთავარია, მთავრობამ მეტი აქტიურობა გამოიჩინოს, რომ სხვა პროექტებში რომლებიც მიზანმიმართულია იმისთვის, რომ ევროპა გაზის მიწოდების საკითხში რუსეთს მაქსიმალურად ჩამოშორდეს, ჩვენც ჩვენი როლი შევინარჩუნოთ.