ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს - გიორგი გახარია

20.07.22 17:59
ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს - გიორგი გახარია

 ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხელისუფლების მხრიდან ელჩების ბულინგს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. 

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი წერს, რომ "ოცნების" ლიდერები თავს ესხმიან სტრატეგიულ მოკავშირეებს: 

აშშ-ს ელჩის შემდეგ, საქართველოს მმართველი პარტია თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, რომელიც ასრულებს თავის მისიას. ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს და მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ'- წერს გახარია.