კობახიძის შეფასება კარლ ჰარცელის მიმართ სამარცხვინოა - ბადრი ჯაფარიძე

20.07.22 18:18
კობახიძის შეფასება კარლ ჰარცელის მიმართ სამარცხვინოა - ბადრი ჯაფარიძე

ირაკლი კობახიძის მიერ, კარლ ჰარცელის მისამართით  გაკეთებულ განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. 

მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ სტილში გაკეთებული შეფასება მოვისმინეთ: 

კობახიძისგან განსხვავებით, კარლ ჰარცელი არის კეთილსინდისიერი დიპლომატი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი. კარლ ჰარცელმა ძალიან ბევრი გააკეთა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის. კობახიძის შეფასება კარლ ჰარცელის მიმართ არის სამარცხვინო და „ქართული ოცნების“ სტილში გაკეთებული შეფასება, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას მხოლოდ აზიანებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების სახეს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამჯერად თავს საქართველოში ევროკავშირის ყოფილ ელჩს კარლ ჰარცელს ესხმის. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, კარლ ჰარცელი ევროკავშირის  და საქართველოს ურთიერთობებშ მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.