ჰარცელის ელჩობის დროს გვქონდა შანსი წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ - ლომჯარია
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის მიერ კარლ ჰარცელზე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას აფასებს. ომბუდსმენის თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან მეგობარი ქვეყნის ელჩზე თავდასხმები ძალიან უსამართლოა.
ასეთ ადამიანზე მსგავსი განცხადებები პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან დიდი უსამართლობაა. კარლ ჰარცელის ელჩობის დროს, მისი პერსონიდან გამომდინარე გვქონდა ძალიან კარგი შანსი, რომ წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, რაც სამწუხაროდ არ გამოვიყენეთ. ძალიან უსამართლოა ის თავდასხმები"- თქვა ნინო ლომჯარიამ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამჯერად თავს საქართველოში ევროკავშირის ყოფილ ელჩს კარლ ჰარცელს ესხმის. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, კარლ ჰარცელი ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებშ მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.