აქ ვინმეს ომში ჩასათრევად არ ვართ - ვიოლა ფონ კრამონი

20.07.22 19:17
აქ ვინმეს ომში ჩასათრევად არ ვართ - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" წევრებს საქართველოს პარლამენტიდან ეუბნება, რომ  ევროპელი დეპუტატები თბილისში ქვეყნის ომში ჩასართავად არ ჩამოსულან.

მისი თქმით, ვიზიტის მიზანი საქართველოსა და მისი მოქალაქეების მხარდაჭერაა. 

კრამონის თქმით,  იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საჭიროა რეკომენდაციების შესრულება. ევროდეპუტატის ტქმით,  შარლ მიშელის შეთანხმება მაგიდიდან გადადებული არ არის: 

ჩვენ ყველამ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ თქვენს ქვეყანაში, პერსონალურად, პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად. გვსურს, რომ ის, რაზედაც შეთანხმება მოხდა, მაგალითად შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, შესრულდეს, ეს არის ევროკავშირთან ურთიერთობების საფუძველი. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მხარდამჭერები. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ, პირიქით, გვსურს, თქვენი ქვეყანა სწორ გზაზე ვიხილოთ, რაც არის გზა ევროკავშირისკენ“, - განაცხადა  ევროპარლამენტარმა.