დეოლიგარქიზაცია სისტემური საკითხია - სვენ მიქსერი
დეოლიგარქიზაცია უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემური საკითხი - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვან პოზიციებზე მნიშვნელოვანი დანიშვნები გამჭვირვალედ უნდა ხორციელდებოდეს.
დეოლიგარქიზაციას უნდა მივუდგეთ, როგორც სისტემურ საკითხს. ეს ასევე მოიცავს ინკლუზიურობას. მნიშვნელოვან პოზიციებზე მნიშვნელოვანი დანიშვნები უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ იყოს გამჭვირვალე და არავის, არც რომელიმე ინსტიტუციას ან პოლიტიკურ პარტიას, არ აძლევდეს პროცესის მონოპოლიზების საშუალებას. ვფიქრობ, ეს არის სისტემური საკითხი“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.
მან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს უნდა იყოს კარგად კოორდინირებული პროცესი.
„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მკაფიო ვიყავით. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას აქვს გეგმა, როგორც ჩანს, გეგმა აქვს ოპოზიციურ პარტიასაც და შესაძლოა, ერთზე მეტი. არასამთავრობოებს აქვთ მოსაზრებები, თუ როგორ უნდა იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება კარგად კოორდინირებული პროცედურა. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს თავისი როლი აქვს: პრეზიდენტს, პარლამენტს, პარლამენტის სპიკერს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს იყოს ინკლუზიური პროცესი. არის გარკვეული საკითხები, რომელთა გამოც რთულია პროგრესის გაზომვა, მაგრამ შესაძლებელია მისი შეფასება. ერთ-ერთია დეპოლარიზება და ეს გულისხმობს, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.