"პირველების" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ევროპარლენტარებს ხვდება

20.07.22 20:25
"პირველების" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ევროპარლენტარებს ხვდება

"პირველების" ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები ამ წუთებში  ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს ხვდებიან. აუდიენციას ესწრება ედუარდ სააკაშვილი, რომელიც უცხეოლ პოლიტიკოსებს მამის ჯანმრთელობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. 

შეხვედრას ესწრებიან ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტებიც. "პირველების" კამერამ ნევროლოგი, ოთარ თოიძე დააფიქსირა. 

სწორედ მათგან ისმენენ ინფორმაციას  პარლამენტარები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე.