"თავს ზემოთ ძალა არ არის, რა მექნა!" - გვარამიას საქმის მოსამართლე პირველ განმარტებას "ტვ პირველთან" აკეთებს
"თავს ზემოთ ძალა არ არის, რა მექნა!" - გვარამიას საქმის მოსამართლის პირველი განმარტება "პირველებს", მას შემდეგ, რაც მან შვებულების მიზეზით პროცესი ორთვენახევრით თვით გადადო.
მერაბ ჯორბენაძე თავის მართლების რეჟიმშია. ამბობს, რომ ბათუმში აპირებს შვებულების გატარებას.
"თუ ვინმე მიცნობს, შეუძლია თქვას, რომ არავის დაკვეთა არასდროს შემისრულებია და არც შევასრულებ. არავის სასარგებლოდ არ მივიღებ გადაწყვეტილებას. ვისი დაკვეთაც შეიძლება შევასრულო, ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და კანონი. მთელი სექტემბერი გადატვირთულია. ვიღაცის პროცესს ვერ ამოვიღებ და სხვა პროცესს ვერ ჩავნიშნავ"- აცხადებს მოსამართლე.