სასჯელის გადავადება მძიმე ჯანმრთელობის მქონე პატიმრებისთვის - ევროპარლამენტარები სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულები არიან
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, სასჯელის გადავადების შესაძლებლობა და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საუბრის მთავარი თემა, საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე.
აუდიენციიდან გამოსული შალვა ხაჭაპურიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ევროდეპუტატები მესამე პრეზიდენტის საქმეს აქტიურად აკვირდებიან.
მათ მოისმინეს ჩვენს მიერ აღწერილი გარემოება მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. დაინტერესდნენ პროცედურებით, რა პროცედურები შეიძლება ახლდეს ამ ყოველივეს, რა სამართლებრივი მექანიზმებია. მე დეტალურად აუხსენი, რა სამართლებრივ მექანიზმებზეა საუბარი. რა თქმა უნდა ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმ ჭრილში, რა ჭრილშიც მე შემიძლია ვისაუბრო, დანარჩენი პროფესიონალმა, ბატონმა ექსპერტმა ისაუბრა. მათი მხრიდან იყო განცხადებები, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ამ მოვლენებს და მომავალშიც დააკვირდებიან"- აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.
ალტერნატიული კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ კი ევროდეპუტატებს პირდაპირ უთხრა, რომ ასეთ პირობებში მესამე პრეზიდენტის მკურნალობა შეუძლებელია.
ვუთხარით, რომ უნდა შეიცვალოს სიტუაცია. უნდა გადავადდეს სასჯელი, რათა მას მიეცეს გარკვეული დრო რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუბრუნდეს პირვენდელ სახეს. ამის გაკეთება ჯერ-ჯერობით კიდევ შესაძლებელია.
გარდა ამისა მოუყევით, როგორ შეიქმნა ეს სიტუაცია, ჯანმრთელი ადამიანი შევიდა საპყრობილეში და იქიდან რამდენიმე თვეში დაავადებული ადამიანი მივიღეთ"- აცხადებს მედიკოსი.