სახელმწიფო დეპარტამენტი: ელჩ დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა!

21.07.22 00:09
სახელმწიფო დეპარტამენტი: ელჩ დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა!

სახელმწიფო დეპარტამენტის ზავნილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას - ვაშნგტონში ბრიფინგი დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩზე მიმდინარე თავდასხმების სერიით გაიხსნა. განცხადება სახ.დეპის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა გააკეთა და თქვა, რომ ელჩი დეგნანი და მისი გუნდი მათი სრული მხარდაჭერით სარგებლობენ.

"პერსონალური თავდასხმა” სწორედ ეს ტერმინი გამოიყენა ნედ პრაისმა "ქართული ოცნების" ლიდერების და მისი სატელიტების განცხადებების შეფასებისას. 

ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო თბილისში სრულ მზადყოფნაში არიან და მუშაობენ ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერენ მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში. ელჩ დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ელჩი დეგნანის და მისი გუნდის წინააღმდეგ დეზინფორმაცია და პერსონალური შეტევა არ არის თავსებადი იმასთან, თუ როგორ უნდა ურთიერთობდნენ პარტნიორები ერთმანეთთან და ჩვენ გავაგრძელებთ საერთო მიზნების მხარდაჭერას"- განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.