"არ გვითქვამს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას"- "ოცნებამ" რიტორიკა შეცვალა

21.07.22 00:29
"არ გვითქვამს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას"- "ოცნებამ" რიტორიკა შეცვალა

"ქართულ ოცნებას" რიტორიკას ცვლის - ირაკლი კობახიძისა და ირაკლი კობახიძის ევროპარლამენტარებთან შეხვედრის წინ, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ არასდროს უთქვამთ, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას.

„სად მოგისმენიათ რომელიმე განცხადება ჩემი, გინდაც ჩემი თანაგუნდელების, რომ დასავლეთი ცდილობს ამას, ასეთი ფორმულირებით? გარკვეული ძალები სხვა რამეა"- განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, მსგავსი ციტატა ბუნებაში არ არსებობს: 

ამომიღეთ ერთი ციტატა "ქართული ოცნების" დეპუტატის ან პოლიტიკოსის, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. მომიტანეთ ეს ციტატა, ვერ ნახავთ ვერც ერთ ასეთ განცხადებას"- აღნიშნა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა.

სამხარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარებმა პირადად უთხრეს, რომ "მისდით ასეთი ინფორმაცია, რომ მათი მხრიდან კეთდება ასეთი განცხადებები". 

მე ვუთხარი ზუსტად იგივე, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, თუ შეგიძლიათ მომიტანეთ ერთი ციტატა რომელიმე პოლიტიკოსის, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი ომში ითრევს საქართველოს, არ არსებობს ასეთი ციტატა, ნუ აბუქებთ თქვენ, თქვენი პასუხისმგებლობაც არის მედიის, რომ ეს განცხადებები ზუსტად ისევე გაიტანოთ საზოგადოებასთან როგორც კეთდება", - უთხრა სამხარაძემ ჟურნალისტებს.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირის სტატუსი მიიღო, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "თუ ქვეყანა ომში ჩაერთვება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს".