დადგება დღე, როდესაც „ოცნება“ თვითონ შემოვარდება პარლამენტში და იტყვის, რაც გინდათ ყველაფერს მივიღებთო - ვაშაძე

21.07.22 12:01
დადგება დღე, როდესაც „ოცნება“ თვითონ შემოვარდება პარლამენტში და იტყვის, რაც გინდათ ყველაფერს მივიღებთო - ვაშაძე

ოპოზიცია არჩევანის ზღავრზეა, დატოვოს თუ არა პარლამენტი.

გიორგის ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტიიდან არ გავა, რადგან, მისი თქმით, რიგი საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის თქმით, დადგება დღე, როდესაც „ქართული ოცნება“ თვითონ შემოვარდება პარლამენტში და იტყვის, რაც გინდა მოიტანეთ, ყველაფერს მივიღებთ“.

პარლამენტიდან არ გავა „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმიტომ, რომ, როცა ჩვენ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, იქამდე არის მისაღები საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც თავისუფალ არჩევნებს ჩაატარებს ამ ქვეყანაში. აი იქ ჩვენი ხმები იქნება საჭირო. შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც 12 პუნქტის გადახვევას უწყობს ხელს, მაგრამ დადგება ის დღე, როცა „ქართული ოცნება“ თვითონ შემოვარდება პარლამენტში და იტყვის, რაც გინდა მოიტანეთ, ყველაფერს მივიღებთ.“ - თქვა გიორგი ვაშაძემ.