"ცუდად ჯდომას, ცუდად შრომა ჯობიაო" - სარჯველაძე ოპოზიციას "კაცია ადამიანის" დარეჯანს ადარებს

21.07.22 12:20
"ცუდად ჯდომას, ცუდად შრომა ჯობიაო" - სარჯველაძე ოპოზიციას "კაცია ადამიანის" დარეჯანს ადარებს

მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის აქტივობა "კაცია-ადამიანში" დარეჯანის ნათქვამ სიტყვებს "„ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჯობიაო“ შეადარა.

"ოცნების" წევრის თქმით,  ოპოზიცია არასწორად იქცევა.  

„თუ აქვთ იდეა თქვან და ეს იქცევა კანონპროექტად. თუ იდეა მოსაწონი იქნება. ეს წინასწარ შეთანხმებები დაფარულად, რომ მე რა ინიციატივა არ გაჩვენებ, ჯერ მითხარი თანხმობა და მერე გაჩვენებ, ეს, რა თქმა უნდა არასწორი ლოგიკაა. 
არ მინდა საწყენად მიიღონ, მაგრამ დღეს, ოპოზიციის აქტივობა „კაცია-ადამიანში“  რომ დარეჯანი ამბობს „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჯობიაო“ დაახლოებით ამას ჰგავს“.  - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

 

ოპოზიცია არჩევანის ზღავრზეა, დატოვოს თუ არა პარლამენტი. თუ საშემოდგომო სესიაზეც "ქართული ოცნება" კანონპრეოქტების განხილავზე კიდევ ერთ უარს იტყვის, ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ სახელისუფლებო პარტიას ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება არ სურს. არ გამორიცხავენ ,რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პროცესები დაიწყოს, ოპოზიცია ბოიკოტზე გადავიდეს და საქმე პარლამენტის დაშლამდეც მივიდეს.