ევროპარლამენტარები ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
ევროპარლამენტის საგანგებო დელეგაციის წევრები ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, სადაც მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოკუპაციის შედეგები გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მთავრობის წარმომადგენლები არ ჩასულან.
ამის შემდეგ ევროპელი ლიდერები თბილისში დაბრუნდნენ. მათ შეხვედრები ექნებათ ჯერ ქვეყნის პრემიერთან და შემდეგ „ოცნების“ ლიდერებთან.