პროკუროროიც კი გაოგნებული იყო პერსონალურად ჩემი მოსმენის მასშტაბით - ნოდარ მელაძე დაზარალებულად ცნეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების სკანდალურ საქმეზე "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე დაზარალებულად ცნეს.
პროკურატურამ უკანონო მოსმენების მსხვერპლთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სარჩელების მთელი სერია ევროსასამართლოში წავიდა. შოთაძის უწყება იძულებული გახდა ეღიარებინა რომ ჟურნალისტებს უკანონოდ უსმენდა, თუმცა მთავარ კითხვაზე, ვისი დავალებით უსმენდნენ და იღებდნენ ფარულად სუს-ის აგენტები ასობით მღვდელს, მონაზონს და ჟურნალისტს პასუხი არ არსებობს.
ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელიც ჩადენილი იყო საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ად დანაშაულს სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახური და ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური ჩადის დღესაც.
ახლა, როდესაც მანიჭებდნენ დაზარალებულის სტატუსს, პროკურორი გაოგნებული იყო, პირადად ჩემი მოსმენის მასშტაბით.
სუს-ის კრებსებში, რაც აღმოაჩინეს, ჩემი 91 სატელეფონო კომინიკაცია გახდა უკანონო ფარული მოსმენის მსხვერპლი"- განაცხადა ნოდარ მელაძემ.
მისი თქმით, პროკურატურამ უკანონო მოსმენების მსხვერპლთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სარჩელების მთელი სერია ევროსასამართლოში წავიდა.
პროკურატურამ პროცესი ძალიან გაჭიმა, ჩვენ სექტემბერში გამოგვკითხეს და ამ დრომდე ველოდებოდით დაზარალებულის სტატუსს, რაც არ გააკეთეს. რა თქმა უნდა, დაზარალებულის სტატუსის ეს ფორსირებული რეჟიმი, უკავშირდება ჟურნალისტების და არამხოლოდ ჩვენს სარჩელს უკავშირდება"- დასძინა ჟურნალისტმა.