ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი რუსეთის ხელში გადადის - ასლან ბჟანიას საზოგადოება აუმხედრდა
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში - მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, საზოგადოების ნაწილი აუმხედრდდა.
გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში, სადაც ასლან ბჟანია მოსახლეობას ხვდებოდა, სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ბჟანიამ ე.წ. პრეზიდენტს რუსეთთან ბიჭვინთის აღმოსავლეთ ნაწილის გასხვისების საკითხზე ახსნა-განმარტებები მოსთხოვა, რაზეც ასლან ბჟანიას გაღიზიანება, ბოლოს კი დარბაზის დატოვება მოჰყვა: "მისმინე! ჩემი კეთილგანწყობით ნუ სარგებლობ, ადგილზე დაბრუნდი" - ყვიროდა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტი.
ასლან ბჟანიას პასუხს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ცნობილი ხდება, რომ ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. შეთანხმების ტექსტი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში უკვე გაიგზავნა.