ელჩზე თავდასხმა ქვეყანაზე თავდასხმაა! - ექსპერტები "ქართულ ოცნებას" დიპლომატიის კურსების გავლას ურჩევენ
ელჩზე თავდასხმა ქვეყანაზე თავდასხმაა - ექსპერტები "ოცნების" ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კელი დეგნანზე თავდასხმებით ებრძვიან ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორს და ამის შედეგი გაფუჭებული ურთიერთობები იქნება.
მათი თქმით, ის რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართულ ოცნებას უთხრა, ასეთი რამე ოფიციალური ვაშინგტონიდან 30 წლიანი ურთიერთობის პერიოდში არასდროს ყოფილა.
საერთაშორისო მიმომხილველების განცხადებით, შტატები პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხის სურვილებს ასცდა.
ასეთი განცხადება საქართველოს მიმართ არ მახსოვს. ჩვენი პარტნიორი არასდროს ყოფილა ასეთი მკაცრი და კრიტიკული ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის განგაშის ზარი, რომელიც საყურადღებო უნდა იყოს ყველასთვის. თუ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს დიპლომატიის ანა-ბანა არ ესმის, არ იცის საერთაშორისო ურთიერთობები ამისთვის არსებობს სასწავლო კურსები, რომელიც შეიძლიათ გაიარონ და მერე ილაპარაკონ პოლიტიკაზე. არ შეიძლება 30 წლის განმავლობაში, ასეთი წვალებით აშენებული ურთიერთობების ასე დაგრევა. ხელისუფლების რიტორიკა არის საწინააღმდეგო ამ ქვეყნის ინტერესებისათვის და საქართველო-ამერიკის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთოიბებისთვის, ამას აზიანებს და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს"- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა ცივი წყალი გადაასხა "ოცნებას"
თავდასხმა მათზე ეს არის თავდასხმა შეერთებულ შტატებზე და თავდასხმა ევროკავშირზე. სწორედ ეს იყო გუშინ ნათქვამი ვაშინგტონის მხრიდან. რომელმაც რა თქმა უნდა ცივი წყლის გადასხმის ეექტი იქონია "ქართულ ოცნებაზე". ელჩი შესაზლოა გაიწვიო, მაგრამ მეორეა, ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვფიქრობ, რომ მკაცრი გაფრთხილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მხრიდან ძალიან სერიოზული პასუხი ქინება"- უთხრა "პირველებს" ზურაბ ბატიაშვილმა.