რა უჯდება სახელმწიფოს სააკაშვილის მკურნალობა - ადვოკატი მთავრობას მიმართავს

21.07.22 15:36
რა უჯდება სახელმწიფოს სააკაშვილის მკურნალობა - ადვოკატი მთავრობას მიმართავს

რა უჯდება სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა? - პრეზდენიტის ადვოკატის წერილი დღეს მთავრობის ადმინისტრაციას, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, პარლამენტს და „ვივამედის“ კლინიკას გაეგზავნება.

შალვა ხაჭაპურიძე ითხოვს კონკრეტულ პასუხებს რა ოდენობის თანახაა გამოყოფილი ქვეყანაში ერთ პატიმარზე სამკურნალოდ და რამდენად თანაფარდობაშია ეს მიხიელ სააკაშვილის მკურანლობასთან. 

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ „ვივამედის“ კლინიკაში მეხუთე სართულზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის პალატაა განთავსებული მთელს სართულზე კონდიცირებაა, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ხაჭაპურიძის თქმით, მასთან მივიდა ინფორმაცია წუწუნის შესახებ, რომ კონდინციორის ხარჯი უწყებას ძვირი უჯდება.

ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და მოვითხოვოთ, რა თანხა არის გამოყოფილი პატიმრისთვის და რა ჯდება უშუალოდ სააკაშვილის მკურნალობა. ჩვენთან მოსული ინფორმაციის თანახმად, ისინი წუწუნებენ, რომ, რადგან სააკაშვილი ჰყავთ განთავსებული „ვივამედში“ იძლებული შეიქმნენ, მთელი სართულზე ჩართონ კონდინციონერი და ეს უკვე გაცდა ყველანაირ თანხებს. ანუ, რა გამოდის, სხვა პატიმრები კონდინციონერის გარეშე ჰყავთ? დღეს დაიგზავნება დაახლოებით 200 წერილი და დაეგზავნება ჯანდაცვის სამინისტროს. დაეგზავნება ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროს, „ვივამედს“, პარლამენტს, მთავრობას და აქ იქნება მოთხოვნა, რომ ვითხოვთ კონკრეტულ ინფორმაციას. „ვივამედში“ იგზავნება დაახლეობით 30-მდე კითხვა. იუსტიციაში იგზავნება 15-მდე შეკითხვა. მთავრობაში იგზავნება დაახლოებით 10-მდე შეკითხვა. ამ ყველაფერ ინფორმაციას რომ მივიღებთ, მერე გაირკვევა, რა ხდება საერთოდ ამ საქმესთან დაკავშირებით. უტარდება თუ არა მას ადეკვატური მკურნალობა. ის, რომ სიცხე აუწევს და ანალგინს დაალევინებ, ეს არ არის ადეკვატური მკურნალობა. ეს არის დასტური რომ მას არ უტარდება ადეკვატური მკურნალობა და ამიტომ მესამე პრეზიდენტს უნდა გადაევადოს სასჯელი“. - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.