სინამდვილეში დასავლეთს და ელჩებს ოპოზიცია ესხმის თავს - არჩილ თალაკვაძე

21.07.22 15:59
სინამდვილეში დასავლეთს და ელჩებს ოპოზიცია ესხმის თავს - არჩილ თალაკვაძე

"ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა აშშ-ის რომელიმე წარმომადგენელზე არ ყოფილა და ეს მომავალშიც გამორიცხულია"- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. 

მან ისრები ოპოზიციისკენ გადაიტანა და აღნიშნა, რომ ელჩებს შეურაცხყოფას ოპონენტები აყენებენ. 

საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა თავდასხმა შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებზე და ეს გამორიცხულია მომავალშიც. ვფიქრობ, ამაზე ხაზგასმით, ამის თქმა უბრალოდ შეუძლებელია. მესმის, რომ ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას. სინამდვილეში, რასაც თვითონ აკეთებენ ამ წლების განმავლობაში, თავს ესხმიან, მართლაც შეურაცხყოფას აყენებენ დასავლეთს, ელჩებს, სურთ, რომ ეს გადმოაბრალონ ქართულ ოცნებას.