მორიგი სკანდალი დედაქალის მერიაში - ოპოზიცია კალაძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

21.07.22 16:11
მორიგი სკანდალი დედაქალის მერიაში - ოპოზიცია კალაძეს კორუფციულ გარიგებაში  ადანაშაულებს

მორიგი სკანდალი დედაქალის მერიაში - მოქალაქე თეიმურაზ ცინარიძეს 150 ათას ლარად შეფასებული ქონება თბილისის მერიამ მილიონ ნახევარში გაუცვალა. 

ცინარიძეს, რომელმაც სატყეო ზონა წყნეთში კერძო პირისგან შეიძინა, ქონების გაცვლის ფორმით 11 ჰექტარი აეროპორტის მიმდებარედ, ლისზე კი 3 ჰექტარი მიწის ფართობი გადაეცა. 

„ლელო საქართველოსთვის“ წვერი საბა ბუაძე ამბოს, რომ ცინარიძე აღნიშნული ფართის ფიქტიური მფლობელია და საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს.

საქმე შეეხება კორუფციულ გარიგებას, რომელიც თბილისის მერიის ხელით განხორციელდა და ადამიანმა, რომელმაც 2 თვის წინ 78 ათას ლარად სატყეო ზონაში არსებული ქონება იყიდა, მილიონ ნახევარი ღირებულების ქონება მიიღო სანაცვლოდ თბილისის მერიიდან. ფიქტიურ მესაკუთრეზე გაფორმებული ქონება იქნა გაცვლილი მილიონ ნახევრად შეფასებულ უძრავ ქონებაში, სადაც ძალიან ბევრი ფიგურანტი არსებობს, როგორც სავარაუდოდ თბილისის მერიის მონაწილეობით, ისე იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც შეაფასეს ეს უძრავი ქონება“. - ამბობს საბა ბუაძე.

ოპოზიციის თქმით,  კახა კალაძე საჩუქრებს უკეთებს იმ ადამიანებს, რომლებიც, არჩევნების პერიოდში „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობებით ეხმარებიან. 

ისინი ასევე კალაძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და ამბობენ, რომ თბილისის მერმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესედეს.