მართვის მოწმობა, პირობითის მოხსნა, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება - გაშიფრულია "ოცნების" მიერ ხმებზე ნადირობის სქემა

21.07.22 16:18
მართვის მოწმობა, პირობითის მოხსნა,  ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება - გაშიფრულია "ოცნების" მიერ ხმებზე ნადირობის სქემა

ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება და ა.შ. - ეს იმ პრივილეგიების  არასრული ჩამონათვალია, რასაც "ქართული ოცნება" ამომრჩეველს ხმების სანაცვლოდ სთავაზობდა: 

მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ."- წერია დოკუმენტში. 

ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ ინფორმაცია და მტკიცებულებები მესამე სექტორს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა მიაწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების, სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში  ნახეთ  ვრცლად