არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ - კელი დეგნანი
"ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე ცდილობს მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს საელჩოს წარმომადგენელი ნამდვილად არ არის" - შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ბრალდებებს პასუხობს.
მისი თქმით, აშშ-ის პროგრამები არაა შექმნილი იმისთვის, რომ ვინმე დაასანქციროს, ეს პროგრამები არის ღია მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, იურისტებისთვის, მათ ვისაც აქვთ სურვილი, ითანამშრომლონ თავიანთ კოლეგებთან აშშ-ში:
მე მქონდა კარგი შეხვედრები ქართველ მოსამართლეებთან, მათ შორის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, სადაც ჩვენ განვიხილავდით ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს სისტემასთან, რაც მიმართულია უფრო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სასამართლოს შექმნისკენ და განვიხილეთ ეს წარმატებული საქმიანობა.
არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ და ჩვენი სურვილია დავეხმაროთ საქართველოს სისტემას, იყოს უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე", - თქვა კელი დეგნანმა.