მე აშშ-ს წარმოვადგენ საქართველოში, უფრო მეტი დაფასებით უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს - კელი დეგნანი
"ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული, რადგან ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს" - ასე ეხმაურება აშშ-იე ელჩი საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
კელი დეგნანი ამბობს, პარტნიორები ერთმანეთს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ. მან ხელისუფლებას შეახსენა, რომ ის საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენს.
როგორც მოისმინეთ, ნედ პრაისისგან, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება აქ, საქართველოში, დიდი ინტერესით აკვირდება ამბებს და აქ განვითარებულ მოვლენებს, რადგან საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ამ ქვეყნის წარმატებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვუჭერდით მხარს საქართველოს ასე მჭიდროდ და ფართოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ნედ პრაისმა აღნიშნა რომ პარტნიორები ერთმანეთთან ასე არ ურთიერთობენ. მე როგორც დიპლომატი წარმოვადგენ საქართველოში ამერიკას და ნებისმიერი განაცხადი ჩემს მიმართ არ აღიქმება პერსონალურად ჩემს მიმართ. ჩვენ მეტი დაფასებით უნდა მოვეპყრათ ერთმანეთს როგორც პარტნიორები და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. როდესაც ხდება ისეთი საკითხების წამოწევა რაც სპეკულაცია, ჭორები ეს ძალიან დამაბნეველია ხალხისთვის და ეს არ ეხმარება ჩვენს პარტნიორობას'- თქვა დიპლომატმა.