ჰარცელის მისამართით გაკეთებული კომენტარით შოკირებული ვიყავი, ეს უპატივცემულობაა - დეგნანი
ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ელჩის მიმართ გაკეთებულმა განცხადებამ აშშ-იე ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი შოკში ჩააგდო.
დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ განცხადება უპატივცემულობა იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ბევრი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ამდენად ბეჯითად მუშაობდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, თუ რამდენად ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დახმარებას", - განაცხადა დეგნანმა.