შეუსრულებელი ამბიციების გადაბრალება ადასტურებს, EU-ს გასაგებად მეტი დრო გინდათ - სტანო ოცნებას
"ქართული ოცნების" წევრების მხრიდან საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით გამოთქმულ რიტორიკას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თანაშემწე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა განყოფილების წამყვანი სპიკერი და ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო ეხმაურება.
სტანო "ოცნებას" მიმართავს და დასძენს, რომ შეუსრულებელი ამბიციების გადაბრალება ადასტურებს იმას, რომ EU-ს გასაგებად მეტი დრო გინდათ.
"საქართველო: ევროკავშირის რეფორმებისა და დღის წესრიგის განხორციელება არის ადგილობრიცი პოლიტიკოსების ამოცანა. შენს მიერ შეუსრულებელი ამბიციების სხვისთვის დაბრალება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გჭირდებათ მეტი დრო, რათა გაიგოთ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა ევროკავშირი-საქართველოს დასაკავშირებლად". – წერს სტანო საკუთარ Twitter-ზე.