შეხვდა თუ არა დეგნანი ივანიშვილს? - ელჩის პირველი კომენტარი
აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ დიდი ხანია "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია.
დეგნანის თქმით, მაშინ როცა ივანიშვილს ხვდებოდა, არასდროს მოუთხოვია რამე, მით უფრო შანტაჟის ენა არ გამოუყენებია.
რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, დიპლომატის თქმით, დეპუტატს არ იცნობს და ის ივანიშვილთან შეხვედრებს არასდროს დაწერებია.
საკმაოდ დიდი ხანია არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან , მანამდე როცა მას შევხვედრილვარ, ყოველთვის გამოვხატავდი სრულ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ვადასტურებდი ჩვენს მზაობას რომ დავეხმაროთ საქართველოს ამ მიმართულებით. არცერთ შეხვედრაზე ყოფილა ის რომ მე რამე მომეთხოვოს ან შანტაჟი განმეხორციელებინოს მის მიმართ. ასეთი რამ არ ყოფილა. ადამიანს, რომელიც ამაზე საუბრობს, არ ვიცნობ, არ ვიცი ამას რატომ ამბობს. ის არცერთ ამ შეხვედრას არ დასწრებია"- თქვა დიპლომატმა.
შენიშვნა: ფოტო არქივიდან