სამწუხაროდ, მოვისმინე ანტიდასავლური რიტორიკა, მაგრამ თუ ახლა ეს შეიცვალა კარგია - კრამონი "ოცნებაზე"

21.07.22 17:23
სამწუხაროდ, მოვისმინე ანტიდასავლური რიტორიკა, მაგრამ თუ ახლა ეს შეიცვალა კარგია - კრამონი "ოცნებაზე"

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ანტიდასავლური განცხადებების შემდეგ კარგია, თუ „ოცნებამ“ რიტორიკა შეცვალა. 

ევროპარლამენტარი ელოდება, თუ რა მიდგომები ექნება მმართველ გუნდს იმისთის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. 

ძალიან კარგია, რომ მმართველმა გუნდმა რიტორიკა შეცვალა, ბედნიერი ვარ რომ ეს მესმის. რისი თქმა შემიძლია მეტი, ფაქტები ფაქტებია. სამწუხაროდ, მოვისმინე ანტიდასავლური რიტორიკა, მაგრამ თუ ახლა ეს შეიცვალა კარგია.  დაველოდოთ და ვნახოთ რა მიდგომები ექნება მმართველ გუნდს დღეს. თუ მათ სურთ ევროკავშიროს წევრობა, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათი პარტნიორები ვართ და მხარს ვუჭერთ ამ ქვეყანას. ჩვენ გვინდა საქართველო ვნახოთ ევროკავშირში, მაგრამ იქამდე წინ ბევრი კრიტერიუმებია“.- ვიოლა ფონ კრამონი.

ცოტა ხანში ევროპის ლიდერები საქართველოს პრემიერსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდებიან.